მეტრეველი დავით სერგოს ძე (დ. 26. VIII. 1946, თბილისი), ენდოკრინოლოგი. მედ. დოქტორი (1985), პროფესორი (1993), თსსუ-ის ემერიტუსი (2021).
1970 დაამთავრა თსსი. 1970–71 იყო ე. ფიფიას სახ. ამიერკავკ. რკინიგზის კლინ. საავადმყოფოს თერაპიული, 1971–76 კი – თბილ. I კლინ. საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიის განყ-ბების ექიმ-ორდინატორი, 1976–86 – თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1986–2006 – ამავე კათედრის გამგე, 1986–2006 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს (ახლანდ. საქართვ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტრო) მთ. ენდოკრინოლოგი, 2006-იდან – ექსპერტ-ენდოკრინოლოგი. 1996–99 – შპს „ენმედიცის“ დიაბეტოლოგიური განყ-ბის გამგე, 1999–2011– ამავე ცენტრის დირექტორი. 2011-იდან არის მის მიერ დაარსებული შპს „დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორი. 2013–2023 იყო საქართვ. ენდოკრინოლოგთა საზ-ბის თავ-რე, 2015–2021 – თსსუ-ის სრული პროფესორი და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მ. არის სამეცნ, ავტორი ნაშრომებისა, რ-ებიც ეხება შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის კომპლექსისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს. არის საერთაშ. და საქართვ. მრავალი პროფ. საზ-ბის და ასოციაციის წევრი.
მ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (2001).
თხზ.: Диабетическая нейропатия, Тб., 1974.