მეტრეველი ელენე პავლეს ასული

მეტრეველი ელენე პავლეს ასული (13. XII. 1917, ზესტაფონი, — 5. III. 2003, თბილისი), ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1983), მეცნ. დამს. მოღვაწე (1977). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1940). 1944—48 მუშაობდა გორის პედ. ინ-ტში; 1946—58 — საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბაში, ხოლო 1948—52 — თბილ. პედ. ინ-ტში. 1958—68 იყო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტის არქეოგრაფიული განყ-ბის ხელმძღვ., 1968—88 — ამავე ინ-ტის დირექტორი, 1988-იდან სიცოცხლის ბოლომდე — ხელნაწერთა ინ-ტის დირექტორის მრჩეველი. იკვლევდა VIII—XIX სს. ქართ. მწერლობას, XVI—XVIII სს. ლექსიკოლოგიურ, სამართლებრივ, კარტოგრაფიულ ძეგლებს, ცალკეული მწერლების შემოქმედებას. მანვე გამოკვლევებითურთ  გამოსცა ტ. გაბაშვილის „მიმოსლვა“ (1956), გ. ავალიშვილის „მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე“ (1967). მისი არაერთი ნაშრომი ეძღვნება ძვ. ქართ. კულტურის საზღვარგარეთული კერების კვლევას. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ძვ. ქართ. მწერლობის, რუსთველოლოგიის, ქართ. სას. პოეზიის საკითხების შესწავლაში. არჩეული იყო ტიუბინგენის (გერმანია) უნ-ტის თეოლოგიის ფაკ-ტის საპატიო დოქტორად.

მიღებული აქვს შრომის წითელი დროშის ორდენი (1976; ჰუმანიტარულ მეცნ. დარგში ძვ. ქართ. მწერლობის ძეგლის „უძველესი იადგარის“ გამოკვლევისა და გამოსაცემად მომზადებისათვის), საქართვ. სახელმწ. პრემია (1994;  ძვ. ქართ. მწერლობის ისტ. კვლევის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ნაყოფიერი სამეცნ., პედ. და საზ. მოღვაწეობისათვის); ღირსების ორდენი (1996) და კ. კეკელიძის სახ. პრემია (1998). 

თხზ.: ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, თბ., 1971; ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996; ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998; ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, ნაკვ. 1–2, თბ., 2007, 2012.

ლიტ.: ელენე მეტრეველი – ბიობიბლიოგრაფია, თბ., 2007; ელენე მეტრეველის პირადი არქივის აღწერილობა, თბ., 2008; ელენე მეტრეველი – 100, თბ., 2013.

                ს. მეტრეველი