მეტრეველი ვალერიან იოსების ძე

მეტრეველი ვალერიან იოსების ძე (17. IV. 1917, სოფ. უწერა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 24. I. 2004, თბილისი), ენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1966), მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1969), საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1990), პრეზიდენტი (1990–2004), რფ-ის სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1992). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის ენერგეტ. (1941) და თსუ-ის მათ. (1942) ფაკ-ტები. მუშაობდა თბილ. ელექტრონაგებობათა სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე (1938–49). ეკავა საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის ელექტრიფიკაციის უფრ. ინჟინრის, განყ-ბის უფროსის, სოფლის ელექტრიფიკაციის მთ. სამმართველოს უფროსის (1949–61) თანამდებობები. მუშაობდა კ. ამირეჯიბის სახ. საქართვ. სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორად  (1961–74). მისი ინიციატივით შეიქმნა ინ-ტის ახალი მატერ.-ტექ. ბაზა თანამედროვე ლაბორატორიებითა და საცდელ-ექსპერიმენტული ობიექტებით,  ხოლო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის სპეციალობა (1962) და სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკ-ტი (1983). იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის რექტორი (1974–83), ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრის გამგე (1974–89); სამთო სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი (1990–96) და ამავე ინ-ტის სამეცნ. ხელმძღვანელი (1996–2004).

ეწეოდა აქტიურ პედ. და საზ. საქმიანობას. იყო საქართვ. უმაღლესი საბჭოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის დეპუტატი, ასევე ქართ. ენციკლოპედიის მთ. სარედაქციო  კოლეგიის წევრი და სოფლის მეურნეობის საბჭოს თავ-რე. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. აგროსაინჟინრო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებაში. მიღებული აქვს 12 ქვეყნის საავტორო მოწმობა და პატენტი. არის სამეცნ. ნაშრომების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996) და სხვა სამთავრობო ჯილდოები.