მეტრეველი თამაზ სოლომონის ძე (20. VI. 1947, თელავი, – 13. X. 2014, თბილისი), მწერალი, დრამატურგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად პრესასა და რადიო-ტელევიზიაში. პირველი ლექსი დაბეჭდა 1965 გაზ. „თბილისში“.
მრავალმხრივი და მრავალფეროვანია მ-ის შემოქმედება. იგი თამამად ეხმაურება პირად თუ საზ. ცხოვრების საკითხებს. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „სასწაული“ (2012) და „სულის სანთლები“ (2014). მის კალამს ეკუთვნის რომანები: „ველური წაბლის ხეივანი“ (5-წიგნიანი თბილისური საგა; დაიბეჭდა „ზაზა ვაჩნაძის“ ფსევდონიმით) და „მტკვარწაღებულნი“. ავტორია არაერთი ორიგინალური და გადმოქართულებული პიესისა.
პიესისთვის „ეშმაკის ბორბალი“ გადაეცა „ლიტერატურული სახელების“ პრემია (2014).
თხზ.: ბუ და პატარა ობობა, თბ., 1988; შეშლილი, შეშლილი... ახალი წელი! თბ., 2007; სულის პერანგი, თბ., 2013.
ი. აბაშიძე