მეტრეველი ლევან თევდორეს ძე

მეტრეველი ლევან თევდორეს ძე (27. VIII. 1887, სოფ. ვაყა, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, — 31. VIII.  1941, თბილისი), მწერალი, ფოლკლორისტი. მუშაობდა თბილ., ბაქოსა და ოდესის სხვადასხვა საწარმოში; მონაწილეობდა 1905–07 რევოლუციაში; რევ. საქმიანობისათვის სამჯერ იყო დაპატიმრებული. 1911–17 ცხოვრობდა საფრანგეთში. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1901 გაზ. „მოგზაურში“, 1926–41 შეკრიბა და გამოსცა „ქართული ანდაზები“. მ. ავტორია მოთხრობებისა: „ჩადროსანი“, „საზღვარზე“ (ეძღვნება ახ. ცხოვრებას); „აუღებელი სიმაგრე“, „კაჟი და კვესი“ (ასახულია მთიელთა ყოფა); „საბედისწერო პაემანი“ (მოგვითხრობს ემიგრანტთა მძიმე ხვედრზე).

თხზ.: ორი გმირი, ტფ., 1935; ჯაგანი, ტფ., 1936; ანდაზები,  ტფ., 1936; ცხრათვალა მზე, ტფ., 1939.

ლ. ავალიანი