ევროკავშირი

ევროკავშირი, საერთაშორისო ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო თ ა შ ო რ ი ს ი ორგანიზაცია, 1993 წ. 1 ნოემბრამდე – ე ვ რ ო გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ა. ევროგაერთიანება დაარსდა 1957 რომის ხელშეკრულებით სამი საერთაშ. ორგანიზაციის საფუძველზე: „ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანება" (1952), „ევროპის ეკონომიკური გაერთიანება" (1957) და „ატომური ენერგიის გაერთიანება" (1958). გაერთიანების წევრები თავდაპირველად იყვნენ: ბელგია, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი და საფრანგეთი. შემდეგ წლებში მათ შეუერთდნენ: ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ესპანეთი, ირლანდია, პორტუგალია, საბერძნეთი, ფინეთი და შვედეთი. 2004 ე-ს შეუერთდა 10 ქვეყანა: სლოვენია, სლოვაკეთი, პოლონეთი, მალტა, ლიტვა, ლატვია, უნგრეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, კვიპროსი; 2007 – ბულგარეთი და რუმინეთი. ამჟამად ე-ში 27 წევრი სახელმწიფოა. ევროგაერთიანების მთავარი მიზანი იყო: წევრ სახელმწიფოებში ეკონ. განვითარების დაჩქარება, ცხოვრების დონის ამაღლება და დას. ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. 1993 წ. 1 ნოემბ. ძალაში შევიდა მაასტრიხტის (ნიდერლანდი) ხელშეკრულება, რ-ითაც ევროგაერთიანებას ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ ი ეწოდა. მაასტრიხტის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას, საერთო ევროპ. მოქალაქეობის შემოღებას და სავალუტო კავშირის შექმნას ერთიანი სავალუტო ერთეულით – ევრო, რ-იც მიმოქცევაში შევიდა 2002-იდან (ევროზონის წევრები არ არიან დიდი ბრიტანეთი, დანია და შვედეთი). 1985 ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რ-ის საფუძველზეც ე-ის წევრ ქვეყნებს შორის გაუქმდა საზღვრები და შეიქმნა შენგენის სივრცე. შენგენის სივრცის ქვეყნებში ე-ის მოსახლეობას ან შენგენის ვიზის მქონე პირებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება (შენგენის სივრცეში არ შედის დიდი ბრიტანეთი და ირლანდია). ე-ის ძირითადი ორგანოებია: ე ვ რ ო პ უ ლ ი  ს ა ბ ჭ ო , ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ ი ს  ს ა ბ ჭ ო , ე ვ რ ო პ ა რ ლ ა მ ე ნ ტ ი , ე ვ რ ო კ ო მ ი ს ი ა, ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ ი ს  ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო, ე ვ რ ო პ უ ლ ი  ც ე ნ ტ რ ა ლ უ რ ი  ბ ა ნ კ ი, ა უ დ ი ტ ო რ თ ა  ე ვ რ ო პ უ ლ ი  ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო. ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ე-ის წევრი, თუ ის აკმაყოფილებს ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმებს (ქვეყანა უნდა იყოს სტაბილური, დემოკრატ. სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება კანონის უზენაესობა, ადამიანთა უფლებები და ეროვნ. უმცირესობების უფლებები; ქვეყანას უნდა ჰქონდეს ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და გაუძლოს ე-ის ბაზარზე არსებულ კონკურენციას, შეეძლოს ე-ის ერთიანი პოლიტიკის ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის პრინციპების გაზიარება). ე-მა საქართველოსთან ორმხრივი დიპლ. ურთიერთობა დაამყარა 1993 წელს. 1995 საქართველოში გაიხსნა ე-ის აღმასრ. ორგანოს – ე ვ რ ო კ ო მ ი ს ი ი ს  წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ლ ო ბ ა (2009-იდან ეწოდა ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ ი ს  წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ლ ო ბ ა). ე-ის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს აკრედიტებული ელჩი. 1996 წ. 22 აპრ. ლუქსემბურგში ე-მა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმების მთავარი მიზნებია: მხარეებს შორის პოლიტ. ურთიერთობების განვითარება პოლიტ. დიალოგის გზით; დემოკრატიის გაძლიერება; საბაზრო ეკონომიკის განვითარება; მხარეებს შორის ვაჭრობისა და ინვესტირების, აგრეთვე, ჰარმონიული ეკონ. ურთიერთობების მხარდაჭერა სამართ., ეკონ., სოც., ფინანს., სამოქალაქო, ტექნოლ. და კულტ. თანამშრომლობის განვითარება. საქართვ.- ე-ის პოლიტ. დიალოგის ფარგლებში ფუნქციონირებს შემდეგი ინ-ტები: საქართვ.- ე-ის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი, საქართვ.- ე-ის თანამშრომლობის საბჭო, საქართვ.- ე-ის თანამშრომლობის ოთხი ქვეკომიტეტი (ვაჭრობის, ეკონ. და შესაბამის სამართ. საკითხებზე; სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე; ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის საკითხებზე; განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებზე). განიხილება, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა საკითხები. 1997 წლის 1 სექტემბრიდან საქართველომ დაიწყო ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ე-ის კანონმდებლობასთან. 2004 წ. 14 ივნისს ე-ის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველო ჩაერთო ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში. 2004 შეიქმნა საქართველოს ე-თან ინტეგრაციის სამთავრობო კომისია. 2006 წ. 14 ნოემბ. მიღებულ იქნა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ეგიდით საქართველო-ე-ის სამოქმედო გეგმა, რ-იც თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნებისა და შესაბამისი პოლიტ. და ეკონ. პრიორიტეტების განხორციელებას უწყობს ხელს. 2008 რუს.-საქართვ. ომისა და შემდგომ პერიოდში ე-მა საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტ. მხარდაჭერა გაუწია. ე-ის იმჟამინდელი თავ-რე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით მოხერხდა საქართვ. და რუს. შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წ. 12 აგვ. ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაფორმება, რომელიც რუსეთის მხრიდან ჯერ კიდევ შეუსრულებელი რჩება. 2008 წ. 1 სექტ. გაიმართა ევრ. საბჭოს საგანგებო სხდომა, რ-ზეც მიღებულ იქნა საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გადაწყვეტილება. 2008 ოქტ-იდან საქართველოში განლაგდა ე-ის მონიტორინგის მისია, რ-იც 2008 წ. 12 აგვ. ექვსპუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების შესრულების სამოქალაქო მონიტორინგს ახორციელებს. ე-ის მონიტორინგის მისიის მანდატი საქართვ. მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, თუმცა ამ ტერიტორიებზე მონიტორინგის საშუალება მისიას არ ეძლევა. მისიის ამოცანაა ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, მხარეებს შორის ნდობის აღდგენას და ე-ის წევრი ქვეყნებისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას. 2008 წ. 22 ოქტ. ბრიუსელში ე-ისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია, რ-ზეც საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ 2008– 10 წლებში 4,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2009 მაისში საქართველო ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში. ქართ. მხარისათვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი მთავარი პრინციპები და პერსპექტივები, ძირითადად, ემთხვევა საქართვ. ისეთ პრიორიტეტებს, როგორიცაა ე-სა და საქართვ. შორის სავიზო რეჟიმის ეტაპობრივი ლიბერალიზაცია, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა, საქართველო-ე-ის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება და სხვა. 2009 წ. 30 ნოემბ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „პარტნიორობა მობილურობისათვის" ერთობლივ დეკლარაციას. 1992–2009 წწ. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის ე-ის მიერ გამოყოფილმა დახმარებამ დაახლოებით 862 მლნ. ევრო შეადგინა. 2010 მაისში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკებათა დაწყების თაობაზე. 2011 წ. 19 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება.