მეტრეველი (აწყვერელი) მარგალიტა სერგოს ასული

მეტრეველი (აწყვერელი) მარგალიტა სერგოს ასული (22. VI. 1913, თბილისი, – 22. VII. 1984, იქვე), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1963). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1938; პედ. დ. კაკაბაძე). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1938–48). გამოფენებში მონაწილეობდა 1939-იდან. 2008 მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო ფრანკფუტსა და მარბურგში (გერმანია) გამართულ გამოფენაზე – „თანამედროვე ქართული მხატვრობა“; 1945 პერსონალური გამოფენა (მ. მეტრეველთან ერთად) ჰქონდა  საქართვ. სურათების გალერეაში (ახლანდ. დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეა) ოფიცერთა საოლქო სახლში, (1959).   მ-ის შემოქმედება რამდენიმე ჟანრს მოიცავს: პორტრეტს, პეიზაჟს, ნატურმორტს, ისტ. და ყოფითი ხასიათის სურათებს. ნამუშევრები: „დილა სოფლად“ (1954), „ვარძია“ (1966), „თამარ მეფე“ (1966), „ა. გრიბოედოვი ა. ჭავჭავაძის ოჯახში“ (1981)“, „პალიასტომის ტბა“ (1981) და სხვ. მისი ფერწერული ტილოები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ა. ჭავჭავაძის (წინანდალი), ი. ჭავჭავაძის (ყვარელი), ა. ყაზბეგის (სტეფანწმინდა) სახლ-მუზეუმებში და სხვ. ავტორია ალბომისა „ცხოვრება გრძელდება“ (თანაავტორები: შ. მეტრეველი, მ. მეტრეველი, თბ., 1983).