მეტრეველი რევაზ მაქსიმეს ძე

მეტრეველი რევაზ მაქსიმეს ძე (4. V. 1930, სიღნაღი, – 26. VIII. 2015, თბილისი), მხატვარ-კერამიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1976).  დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1958). მუშაობდა აქვე კერამიკის კათედრასთან არსებულ შემოქმედებით ლაბორატორია-სახელოსნოში (1958–86). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1957-იდან. მ-ის ნამუშევრები ექსპონირებული იყო პრაღის (1962), იუგოსლავიის (1968), მონრეალის (1967), გდრ-ის (1969), იტალიის (1970), შვეიცარიის (1970), უნგრეთის (1971), კაიროს (1972) და სხვ. საერთაშ. გამოფენებზე. დაჯილდოებულია პრაღის საერთაშ. გამოფენის დიპლომით. 1970 საფრანგეთის ქ. ვალორისში კერამიკოსთა საერთაშ. გამოფენაზე დაიმსახურა უმაღლ. ჯილდო – დიდი ოქროს მედალი და დიპლომი. ნამუშევრები: „ჭინჭილა“ (1964, თიხა, ჭიქური), დოქი „დარეჯანი“ (1968, თიხა, აღდგენითი ჭიქური), „ყოჩის თავი“ (1970), „მარანი“ (1974) და სხვ.