მეტრეველი შოთა პავლეს ძე

მეტრეველი შოთა პავლეს ძე (25. X. 1913, ბორჯომი, – 5. IV. 1983, თბილისი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1963). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1938, პედ. მ. თოიძე). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1938–48). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1939-იდან, მ. შ. პერსონალური (მ. მეტრეველთან ერთად) გამოფენა ჰქონდა საქართვ. სურათების გალერეასა (1945; ახლანდ. დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეა) და ოფიცერთა საოლქო სახლში (თბილ. 1959). მ-ის შემოქმედება რამდენიმე ჟანრს მოიცავს: პორტრეტს, პეიზაჟს, ნატურმორტს, ისტ. ხასიათის სურათებს.  ნამუშევრები: „წყემსები კოცონთან“ (1960), „ვ. სარაჯიშვილის უკანასკნელი სიმღერა – თავო ჩემო“ (1977), „ურმული“ (1981), „ცხოვრება გრძელდება“ (1982) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. სახელმწ., ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, ა. ჭავჭავაძისა (წინანდალი) და ი. ჭავჭავაძის  სახლ-მუზეუმებში (ყვარელი) და სხვ. ავტორია ალბომისა „ცხოვრება გრძელდება“ (თანაავტ. მ. ს. მეტრეველი, მ. შ. მეტრეველი, თბ., 1983).