მეტროლოგიის ინსტიტუტი

მეტროლოგიის ინსტიტუტი, სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული (2005-დან). თბილისში ფუნქციონირებდა  დ. მენდელეევის სახ. მეტროლ. საშუალებათა ავტომატიზაციის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ფილიალი (1946–77), რ-იც ეწეოდა სამეცნ.-კვლ. მუშაობას მეტროლ. დარგში, ქმნიდა სახელმწ. ეტალონებს და უზრუნველყოფდა მათ შენახვას, ამუშავებდა სანიმუშო, ზემაღალი და მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებს. ინ-ტის ლაბორატორიები მუშავდებოდა გაზომვები მაღალი ძაბვისა და ელექტროქიმიის სფეროში, მასალებისა და ნაკეთობების კლიმ. და კოროზიული გამოცდისა და საზომი ინფორმაციის ანალიზისა და დამუშავების მეტროლ. საკითხები. ინ-ტს ჰქონდა სპეც. საკონსტრუქტორო ბიურო, საცდელი ქ-ნა „აქატი“ და კლიმ. გამოცდის კოლხეთის სამეცნ.-კვლ. ცენტრი, მათ ბაზაზე 1981 შეიქმნა სამეცნ. გაერთიანება „ისარი“, რ-იც 2003 გარდაიქმნა საქართვ. სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწ. დეპარტამენტს დაქვემდებარებულ მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნულ ინ-ტად, ხოლო 2005 – მ. ი-ად.

მ. ი-ს სტრუქტურის ერთეულებია გაზომვის საშუალებების რეესტრისა და ლეგალიზაციის სამსახური, ასევე ეტალონების განყ-ბები და ლაბორატორიები სპეციალიცაზიის მიხედვით, ხოლო მათ ფუნქციებში შედის გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფა ქვეყნის მთელ ტერიტ-ზე; გაზომვის ერთეულის ეტალონების, ნივთიერებათა და მასალათა სტანდ. ნიმუშებისა და სტანდ. საცნობარო მონაცემების ორგანიზება; არსებული სახელმწ. ეროვნ. ეტალონების, უმაღლესი სიზუსტის დანადგარების, გაზომვის სანიმუშო საშუალებების შენახვა და ექსპლუატაცია. მ. ი. აწარმოებს სახელმწ. ეროვნ. ეტალონების, ასევე დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების სახელმწ. რეესტრს. ეს რეესტრები არის საჯარო და მუდმივად განახლებადი. მ. ი-ის განყ-ბებში ხდება დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების დამტკიცების, სრულდება ტიპის აღიარების, რეგისტრაციისა და დამოწმების სამუშაოები; ასევე ტარდება მეტროლ. საშუალებების, ნაკეთობების, მასალებისა და ნივთიერებების ლაბორ. კვლევები და კომპლ. გამოცდები; მეტროლ. სფეროში წარმოქმნილი დავების შემთხვევაში კი – საექსპერტო გაზომვები.

მ. ი., არის მრავალი საერთაშ. და რეგიონალური ორგანიზაციის წევრი.