მეუნარგია გრიგოლ კაპიტონის ძე (2. IV. 1911, ქუთაისი, – 13. XII. 1967), სპორტსმენი (კალათბურთი), მწვრთნელი. სსრკ დამს. მწვრთნელი (1961). თბილ. ოფიცერთა სახლისა და „ლოკომოტივის“ გუნდის მთ. მწვრთნელი (გასული საუკუნის 30–40-იანი წლები). მისი ხელმძღვანელობით სსრკ ჩემპიონატში „ლოკომოტივი“ გახდა მეორე (1940) და მესამე (1939) ადგილის მფლობელი, ოფიცერთა კლუბი კი – სსრკ ორგზის ჩემპიონი (1944, 1946) და მეორე პრიზიორი (1945).