მეუნარგია იონა მიხეილის ძე

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (26. XI. 1852, სოფ. ცაიში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 15. V. 1919, იქვე),  მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი. ქუთაისის სას. სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც  1874 გარიცხეს როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო. იმავე წელს  სწავლის გასაგრძლებლად გაემგზავრა ევროპაში. ორი წელი სწავლობდა  ჟენევის უნ-ტში. 1877 ცოდნის გასაღრმავებლად გადავიდა პარიზში, სადაც ბ-კებში გაეცნო საქართვ. შესახებ თავმოყრილ ფრანგ. ლიტ-რასა და ქართ. ხელნაწერებს. გადმოწერა პარიზის ნაციონალურ ბ-კაში დაცული ნანუჩა ციციშვილისეული „ვეფხისტყაოსნის“ დამატებანი (396 სტროფი). 1878 მიწურულს დაბრუნდა საქართველოში.  1879-იდან მ. თანამშრომლობდა თითქმის ყველა ქართ. და რუს. ჟურნალ-გაზეთთან („ტიფლისკი ვესტნიკ“, „დროება“, „ივერია“, „კავკაზ“, „ნოვოე ობოზრენიე“, „კვალი“, „მოამბე“ და სხვ.), ხოლო ს. მესხისა და  ი. მაჩაბლის დროს ხშირად ასრულებდა „დროების“ რედაქტორის მოვალეობასაც. მ-ს  ეკუთვნის აგრეთვე ორი არქეოლ. მოგზაურობის (სვანეთსა და აჭარაში) აღწერა (დაიბეჭდა 1887 რუს. ენაზე).

აქტიურად იღვწოდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზ-ბაში. 1891–94 და 1907–13 აირჩიეს ფოთის ქალაქისთავის მოადგილედ. 1898–1907 იყო შუამავალი მომრიგებელი ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში. მ-ს თაოსნობით დაიწყო ძვ. ქართ. ხელნაწერი წიგნების შეგროვება. მისივე ინიციატივით 188) შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისია გ. ორბელიანის თავმჯდომარეობით. მასვე ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი სრული თარგმანი ფრანგ. ენაზე (ამჟამად დაკარგულად ითვლება) და პოემის მოკლე შინაარსის რუს. თარგმანი.

განსაკუთრებულია  მ-ს ღვაწლი XIX ს. ქართ. ლიტ-რის ისტ. შესწავლაში. მან ქართ. მწერლობაში დაამკვიდრა ახ., ე.წ. ბიოგრაფიული ჟანრი, რ-ის მიზანი იყო ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა „ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერა“. მისი ლიტ.-კრიტიკული ნაშრომები, რ-ებიც უტყუარი წყაროა იმდროინდელი კულტ.-ისტ. ატმოსფეროს შესწავლისათვის, გამოირჩევა თხრობის ფაქიზი სტილითა და მასალის სიუხვით. ქართ. ლიტ. ისტორიაში მ-მ ერთ-ერთმა პირველმა წარმოაჩინა ქართვ. მწერალთა თავისებურებები, გააანალიზა ახ. ლიტ. მიმდინარეობანი.

თხზ.:  ალექსანდრე ჭავჭავაძე, თბ., 1937;  ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდან, თბ.,  1937; ქართველი მწერლები, I–II, თბ., 1941–45, 1954–57; ცხოვრება და პოეზია ნიკოლოზ ბარათაშვილისა, თბ., 1945, 1968, 2016;  თხზულებანი, [ტ. I],  თბ.,  201.

ლიტ.: მ ე ნ ა ბ დ ე  დ., იონა მეუნარგია – „ვეფხისტყაოსნის“ გამომცემელი და მთარგმნელი, „რუსთველოლოგია“,  2003, № 2; მ ო ს ი ა  ტ., იონა მეუნარგია და „ვეფხისტყაოსანი“, ზუგდიდი, 2002; ს ი გ უ ა   ა., იონა მეუნარგია, „მნათობი“, 1969, №9; ც ა ი შ ვ ი ლ ი  ს., იონა მეუნარგიას წერილები, „ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები“, თბ., 1947, №1; ც ა ი შ ვ ი ლ ი  ს.   ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1962.

      ს.  ცაიშვილი