ეზრა

ეზრა, X ს. ჰიმნოგრაფი, ავტორი ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი საგალობლისა, რ-იც მიძღვნილია ექვთიმე პალესტინელისადმი. ე-ს თხზულება მოთავსებულია მიქაელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიულ კრებულში (978–988). საგალობელი აკროსტიქულია: „ეზრა. ქრისტე, ადიდე საურმაგ და ძე მისი მირვან, ამენ". მამა-შვილი საგალობლის შემკვეთნი უნდა იყვნენ. კ. კეკელიძის აზრით, ე. უნდა იყოს გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" მოხსენიებული ანჩის ეპისკოპოსი, თანამედროვე ბაგრატ ერისთავთერისთავისა (გ. 966).

თხზ.: დასდებელნი წმიდისა ევთჳმი მოღუაწისანი, წგ.: ჩვენი საუნჯე, [ტ.] 1, თბ., 1960.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ჯ ღ ა მ ა ი ა  ლ., X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფები, «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია, 1973, N4.

შ. ონიანი