მეუფე

მეუფე, მეფის აღმნიშვნელი ტერმინი ძვ. საქართველოში. წარმოიშვა კლასობრივი საზ-ბისა და სახელმწიფოს წარმოქმნის პერიოდში. II–I ათასწლეულების მიჯნაზე მისი თავდაპირველი წოდებულება უნდა ყოფილიყო „მეუფეჲ მამასახლისი“, საიდანაც მომდინარეობს „მეუფე“, ბოლოს კი „მეფე“. საქართვ. სამოციქულო ეკლესიაში წოდებით „მეუფე“ მიმართავენ მღვდელმთავარს.