„მეფეთა სალარო“, თარგმნილი ანონიმური ძეგლი. დიდაქტ.-მორალური ხასიათის იგავ-არაკების კრებული, რ-იც მოგვითხრობს მეფეთა და მმართველთა დანიშნულებასა და უფლება-მოვალეობაზე. ავტორი სახელმწ. მართვისა და ქვეშევრდომთა მოვლა-პატრონობის იდეალურ სურათს გვიხატავს. თეორიული მსჯელობა ყოველგვარი ჩარჩოს გარეშე სხვადასხვა კარშია განაწილებული და სათანადო არაკითაა ილუსტრირებული. 28 თავისაგან შემდგარი თხზ. ერთადერთი ნაკლული ხელნაწერით არის მოღწეული (A — 617). „მ. ს.“ სპარსულიდან უნდა იყოს ნათარგმნი არა უგვიანეს XVII საუკუნისა. თხზულების წყარო უცნობია.
ტექსტი: ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგ. სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, ტ. 2, თბ., 1949.
ლიტ.: გ ო გ ი ჩ ა ი შ ვ ი ლ ი მ., „მეფეთა სალაროს“ ქართული თარგმანის საკითხისათვის, „ლიტერატურული ძიებანი“, 1989, [ტ.] 18; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1981; კ ო ბ ი ძ ე დ., ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, [ტ. 2], თბ., 1969.
გ. მიქაძე