მეფეტვია

მეფეტვია (Emberiza calandra), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ზოგი ზოოლოგი მ-ს მიაკუთვნებს Miliaria-ს, ზოგი კი – Emberiza-ის-გვარს. მისი სხეულის სიგრძეა 17–20 სმ, ფრთების შლილი – 26–32 სმ, მასა – 38–56 . აქვს შედარებით დიდი და მსხვილი თავი; ტანის ზედა ნაწილი, ფრთები, ბოლო მორუხო-მურაა, ქვედა მხარე–ღია. მთელ ტანზე გასდევს ხშირი მუქი ფერის გრძივი ზოლები. ნისკარტი უჩვეულოდ მასიურია, ამოზნექილი კეხითა და შესამჩნევი ნაპრალით ზედა და ქვედა ნაწილს შორის. არ ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი.

საქართველოში გვხვდება ყველგან. მცირერიცხოვანია. უპირატესო-ბას ანიჭებს გამომშრალ ღია ლანდშაფტებს, საძოვრებს, მინდვრებს.

შემოდგომით და ზამთარში იკვებება ბალახოვანი მცენარეების მსხვილი  და უხეში თესლებით. ბუდობს მიწაზე. ჯამისებრ ბუდეს იკეთებს ღრმა ორმოში, რ-იც შენიღბულია ბალახებით. დებს 4–5 მსხვილ კვერცხს. ბუდეს აშენებს და კრუხობს დედალი. ინკუბაცია 12–13 დღე გრძელდება. 9–12 დღეში ბარტყები ბუდეს ტოვებენ. მ-ს სეზონზე გამრავლების ორი ციკლი ახასიათებს. გუნდებად მომთაბარეობა (ხშირად სხვა სახეობის თესლიჭამია ფრინველებთან ერთად) იწყება აგვისტო-სექტემბერში.