ეზრა ანჩელი, ანჩის ეპისკოპოსი XI ს. I ნახევარში. ბაგრატ IV-ის ცენტრალისტური პოლიტიკის მომხრე. ბიზანტ. აგრესიის დროს ე. ა. და საბა მტბევარი სათავეში ჩაუდგნენ შავშეთ-კლარჯეთის თავდაცვის ორგანიზაციას, გაამაგრეს ეს მხარე და მტერს არ მისცეს ქვეყნის დაპყრობის საშუალება. ე. ა. საქართვ. სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მოიხსენიება 5 (18). X. კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა (VIII–IX სს.) შორის.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლ. ფარცხალაძე