მეფისწყარო, მწვერვალი ვანის, ჩოხატაურისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი (2850 მ). მდებარეობს მესხეთის ქედისა და მისი ჩრდ. განშტოების – დიდი ლობოროტის შესაყართან, მდ-ების – სუფსისა და წაბლარისწყლის (ხანისწყლის მარცხ. შენაკადი) სათავეებთან. მ. პირამიდის ფორმისაა და აგებულია შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტუფბრექჩიებითა და ტუფკონგლ-ომერატებით. რელიეფის ჩამოყალიბებაში დიდი ზეგავლენა იქონია ძველმა მყინვარებმა. მყინვარული ფორმები: კარები, მორენები, მცირე ზომის ტროგები გვხვდება მთის მწვერვალზე, რ-ის ჩრდ. ფერდობი სამხრეთთან შედარებით გაცილებით კლდოვანია და ციცაბო. მ-ს ძირი და ქვედა კალთები შემოსილია სუბალპ. ლიხით, შუა და ზემო კალთები – ალპ. მდელოებით (დეკიანები). მთის ჩრდ.-აღმ-ით მდებარეობს კურ. საირმე, სამხრ-ით – დიდი და პატარა ჯაჯის ტბები.