მექვენა

მექვენა (ყოფ. ვ ა ნ ი ს ჭ ა ლ ა), სოფელი იმერეთის რეგიონის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. რიონის მარჯვ. მხარეს, ქუთაისი–ამბროლაურის საავტ. გზაზე. ადმ. ერთეულის ცენტრი (სოფლები: მ., ბენთქოულა, დერჩი, ვანისჭალა, ზედა ონჭეიში, ქვედა ონჭეიში). ზ. დ. 350 . წყალტუბოდან 52 კმ.  134 მცხ. (2014). ეთნოგრაფიულად სოფელი მიეკუთვნება ლეჩხუმს. მ-ს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია  XVIII ს-ში.  სოფელში შემორჩენილია ფეოდ. ხანის ციხე-დარბაზი და ეკლესიის ნანგრევები.