მეღამურა (Nyctalus), ძუძუმწოვრების გვარი გლუვცხვირიან ხელფრთიანთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ევრაზიის ჩრდ. აფრიკისა და აზორის კუნძულების ფოთლოვან ტყეებში. გვხვდებიან როგორც ბარში, ასევე მთაში. ცხოვრობენ კოლონიებად ხის ფუღუროებში. იკვებებიან უმთავრესად ხოჭოებით და პეპლებით, აგრეთვე მცირე ზომის ბეღურასნაირებით. გვარში 8 სახეობაა, რ-თაგან საქართველოში გვხვდება სამი: მცირე მ. (N. leisleri), გიგანტური მ. (N. lasiopterus) და წითური მ. (N. noctula). სამივე სახეობა ახდენს სეზონურ მიგრაციას. წითურ მ-ს აღმ. კავკასიაში აქვს მუდმივად ბინადარი პოპულაციაც. მავნე მწერების განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვთ.
ა. ბუხნიკაშვილი