ეთერაშვილი თამაზ ვასილის ძე

ეთერაშვილი თამაზ ვასილის ძე (დ. 9. IV. 1947, ლაგოდეხი), ფიზიკოსი, ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1996), პროფესორი (2002). დაამთავრა საქართვ. პოლიტექნიკური ინ-ტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკ-ტი (1971). 1971–79 მუშაობდა მოსკოვის ლითონთა ფიზ. ინ-ტში. 1979-იდან არის საქართვ. ტექნიკური უნ-ტის ფიზ. კათედრის პროფესორი. კვლევის ძირითადი თემა: მყარი სხეულების ფიზიკა. ე. მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორია.