მეღორღია (Oenanthe), ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აფრიკაში, ჩრდ. ამერიკაში. ბუდობს კლდეთა ნაპრალებში, ქვებს შორის, ხევებში და სხვ. დედალი მაისში დებს 4–8 კვერცხს, კრუხობს ორ კვირამდე. საქართველოში (ზ. დ. 3000–3500 მ-მდე) გვხვდება 3 სახეობა: ჩვეულებრივი მ. (Oenanthe), შავამლაყი მ. (O. hispanica) და ცეკვია მ. (O. isabellina). ისინი ჩვენში აპრილში მოფრინავენ და სექტემბრამდე რჩებიან. სასარგებლო მწერიჭამია ფრინველებია.
რ. ჟორდანია