მეღრუკი, საღალატო, მთა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის აღმ. ნაწილში, მდ-ების – ბჟოლისხევის (ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი) და წინუბნისწყლის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) სათავეებთან. ზ. დ. 2475 მ. აგებულია შუა ეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტუფობრექჩიებითა და ტუფკონგლო-მერატებით. მთა გუმბათის ფორმისაა. შემოსილია სუბალპ. მდელოებით.