მეშაირე

მეშაირე, ძველად, საზოგადოდ, აღნიშნავდა ლექსის მთხზველს („მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად“ – შოთა რუსთაველი). ცნება შემდგომში დავიწროვდა და, უმთავრესად, შაირების შემსრულებლის აღმნიშვნელი ტერმინი გახდა („ახლოსაც არ გავიკარებ შენისთანა მეშაირეს“). მ. საკრავის (ჩონგური, ფანდური) თანხლებითაც ამღერებდა შაირს სალხინო თავყრილობის (ქორწილი, ღამისთევა, ხატობა-დღეობები) დროს. ხშირად შაირობა შეჯიბრის ფორმას იღებდა.