იანეთი, სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი), იმერეთის დაბლობზე, მდ. გუბისწყლის (რიონის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. სათავო სოფელი. რკინიგზის სადგური. ზ. დ. 40 მ, სამტრედიიდან 6 კმ. 2,0 ათ. მცხ. (2014).
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს-ში.