თარხან-მოურავი დავით ზაზას ძე

თარხან-მოურავი დავით ზაზას ძე (1766, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 12. V. 1839, სოფ. ერთაწმინდა, კასპის მუნიციპალიტეტი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (დაახლ. 1810). 1805–25 მეთაურობდა ქართ. მილიციის რაზმს, მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1828–29) ომში. იყო გორის  მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი.        

მ. გოგიტიძე