თარხან-მოურავი რამაზ (რომან) დიმიტრის ძე (1806, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 4. I. 1866, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1855). ცნობილი მეცნიერ-ფიზიოლოგის ი. თარხნიშვილის მამა. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში. მეთაურობდა მეგრელ ეგერთა პოლკს (1853-იდან). შემდგომში იყო ნუხის მაზრის გენერალ-გუბერნატორი.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, ასევე ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“.
დაკრძალულია სოფ. ახალქალაქში, საგვარეულო აკლდამაში.
მ. გოგიტიძე