თარხან-მოურავი რევაზ  გიორგის ძე

თარხან-მოურავი რევაზ  გიორგის ძე (21. XII. 1923, თბილისი, – 6. X. 1993, იქვე), გრაფიკოსი, ფერმწერი. საქართვ. სახ. მხატვარი (1984). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1954), იყო დ. კაკაბაძისა და ს. ქობულაძის მოწაფე. გამოფენებში მონაწილეობდა 1955-იდან. მისი გრაფ. ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დინამიზმი, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თ.-მ-ის მიერ შესრულებული ლინოგრავიურების სერიები „ქართული ხალხური სიმღერები“ (1959), „ქართული ხალხური ცეკვები“ (1957), „ქართული ხალხური თამაშობანი“ (1960), სადაც  ნახატის საშუალებით გადმოცემულია ქართვ. ხალხისათვის დამახასიათებელი განწყობილება და ხასიათი (ყველა შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი). თ.-მ. ბევრს მუშაობდა ილუსტრაციის დარგში (ნიკოლას გილიენის ლექსის „ვესტინდოეთის“ ილუსტრაცია,  1955); ფერწერაში („მშენებლები“, 1973, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა, თბილისი), მოხატა ყვარლის ღვინის სარდაფის სადეგუსტაციო დარბაზი. 1964 გამოსცა ალბომი „ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, თამაშობანი ნახატებში“.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.           

ა. ჩხარტიშვილი