თაღნარი, შენობის ფასადზე ან შიგა კედლებზე გამოყვანილი ყრუ თაღედი, რ-იც დეკორაციულ-პლასტ. დამუშავების მიზნებს ემსახურება და ზოგჯერ ოთხივე მხარეს უვლის შენობას. X–XIII სს. ქართ. ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული იყო ფასადების ხუთთაღიანი კომპოზიცია (ოშკის, ბაგრატის, ალავერდის, სვეტიცხოვლის და სხვ. ტაძრები).