თაყაიშვილი დავით ოთარის ძე

თაყაიშვილი დავით ოთარის ძე (13. IV. 1959, თბილისი, – 9. VII. 1989, იქვე), ანიმაციური კინოს რეჟისორი, მხატვარი. 1981 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის კინოფაკულტეტი (თ. გომელაურისა და გ. კანდელაკის სახელოსნო). ქართ. ფილმის მულტგაერთიანებაში დადგა ფილმები: „ყორანი“ (1981), „ჭირი“ (1983, კინოს საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი), „ბაბილინა“ (1985), „ლეკვი“ („ოჯახი“, 1988), „მოლოდინი“ (დასრულდა 1990).