თაყუაშვილი ისაია, 1772–1801 იყო თბილისის ქედხუდა, შემდეგ – ქალაქის ნაცვალი, ვაჭარი. ფლობდა გვარჯილისა და თოფის წამლის „ქარხანას“, რ-იც ერეკლე II-მ ჩამოართვა სათანადო ანაზღაურებით და სამეფო თოფხანასთან გააერთიანა. თ. მეფის სანქციით ეწეოდა სავაჭრო-ფინანს. ოპერაციებს, მევახშეობას, კრედიტორთა შორის იყო მეფის ოჯახიც. ქალაქის მოსახლეობა მას მტაცებელს უწოდებდა.
ლიტ.: მესხია შ., საისტორიო ძიებანი, ტ. 2, თბ., 1983.