თმოგველი თაყაიდინ სარგისის ძე

თმოგველი თაყაიდინ სარგისის ძე, XIII ს. დასაწყისის ქართველი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, თმოგვის საფეოდალოს სამამულედ მფლობელი, თმოგველების საგვარეულოს წარმომადგენელი.

თ. მონაწილეობდა ბასიანის ბრძოლაში (1203), აგრეთვე ქართველთა ლაშქრობაში ირანში (1210), სადაც ქ. მარანდის ახლოს მისი წინამძღოლობით 500 წარჩინებულისაგან შემდგარმა ქართვ. მზვერავმა რაზმმა გაანადგურა ირანელთა რიცხობრივად ჭარბი ლაშქარი. ამის შემდეგ თ. წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო და ლიტ. იხ. სტ-თან თმოგველები.          

ნ. შოშიაშვილი