თუმანიშვილი ავთანდილ ბირთველის ძე (1795 – გ. წ. უცნობია), მწერალი. მოღვაწეობდა რუსეთში, დაახლოებული იყო იქ მყოფ ქართვ. ბატონიშვილებთან, რ-თა დავალებითაც დაწერა ქ. გორის ისტორია. მათივე დაკვეთით რუსულიდან გადმოთარგმნა „ღეოღრაფია და ბუნებითი ისტორია ასურეთისა“ (ხელნ. H–2171). წერდა სატირულ ლექსებს, რ-ებიც დაცულია ხელნაწერის სახით (H–2130).
თხზ.: Описание грузинского города Гори, წგ.: Бухникашвили Г., Гори. Исторический очерк, Тб., 1947.
ლიტ.: ბუხნიკაშვილი გ., ავთანდილ თუმანოვი და მისი წიგნი „აღწერილობა საქართველოს ქალაქის გორისა“, «ლიტერატურული საქართველო», 1939, №28; რატიანი პ., ცოცხლად დამარხული ტალანტი, თბ., 1982; რუხაძე ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954.
გ. მიქაძე