კადასტრი (ფრანგ. cadastre - ფურცელი, რეესტრი), პერიოდული ან მუდმივი დაკვირვების საფუძველზე ოფიციალურად შედგენილი, სისტემატიზებული ძირითადი ცნობების კრებული ქვეყნის რესურსების შესახებ. კ. მოიცავს რესურსებისა და ობიექტების განლაგებას, მათი სიდიდის, ხარისხობრივი მახასიათებლების მონაცემებს. კ-ის მონაცემები გამოიყენება გადასახადების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახდელების დადგენისას, ობიექტური ღირებულების შეფასებისათვის მათი იჯარის, გაყიდვის ან დაგირავების შემთხვევაში. არსებობს მიწის კადასტრი, აგრეთვე წყლის, ტყის, წიაღისა და სხვა სახის კ-ები.