კათოლიკოსი (ბერძნ. Katholikos - საყოველთაო, მსოფლიო), ზოგიერთი ქრისტიანული ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის უმაღლესი ტიტული, რ-საც ატარებდნენ ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთი საზღვრის გარეთ არსებული ეკლესიების (როგორც მართლმადიდებელი, ისე მონოფიზიტური და ნესტორიანული) საჭეთმპყრობლები. პირველ კ-ად იხსენიება ბაბილონის სელევკიის ეპისკოპოსი 410. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კ-ად 466_74 (ზოგიერთი ცნობით 467-იდან) იწოდებოდა. XI ს-მდე იგი იხსენიებოდა როგორც „ქართლის (მცხეთის) კათოლიკოსი“. XI ს-იდან ეს ტერმონი „საქართველოს პატრიარქისი თანაბარი მნიშვნელობით იხმარებოდა. იმავდროულად გვხვდება „საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი“.
დას. საქართველოში ცალკე საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ (VIII, ზოგიერთი ცნობით X ს.) მისი მეთაური „აფხაზთა კათალიკოსად“ იწოდებოდა, ხოლო XV ს-იდან _ „აფხაზთა კათალიკოს-პატრიარქად“.
რუსეთმა მიერ თავდაპირველად აღმ. საქართველოს (1811), შემდეგ კი დას. საქართველოს (1814) ეკლესიათა ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კ-ის ტიტული გაუქმდა. 1917 საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად კ-ის (კათოლიკოს-პატრიარქის) თანამდებობა.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან ტ. 1. თბ., 1966; Ц ы п и н, В. Иерковное Право M. 2009.
ზ. ეკალაძე