კანანაძე ალექსანდრე გიორგის ძე (5. XI. 1916, ქ. კროპოტკინი, კრასნოდარის მხარე, რფ, _ 25. X. 1999, მოსკოვი), საბჭოთა კავშირის გმირი (16. V. 1944). I რანგის კაპიტანი. 1937 დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ტექნიკუმი, 1941 _ უმაღლესი სამხ. საზღვაო სასწავლებელი. II მსოფლიო ომის (1939_45) წინ შავი ზღვის ფლოტში სატორპედო კატერს მეთაურობდა. სევასტოპოლის განთავისუფლების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება. ომის შემდგომ კვლავ სამხ. სამსახურში იყო. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი