კ, ქართული ანბანის მეათე (ძვ. ქართ. ანბანის _ მეთერთმეტე) ასო; მისი სახელია „კანი“. გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ყრუ ხშულ-მსკდომი აბრუპტივისა. ასომთავრულში იწერება ⴉ, ნუსხურში _ ⴉ ძვ. ქართულ სათვალავში აღნიშნავს ოცს (20). მხედრული დაწერილობა ოთხხაზოვან სისტემაში ქვედა სამ ხაზში თავსდება, ნუსხური _ ოთხ ხაზში. კ-ს გრაფიკული განვითარება წარმოდგენილია V_XVII სს. ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.