მეჩიტაშვილი ვლადიმერ არტემის ძე (1. V. 1922, თბილისი, – 1990, იქვე), საქართველოში პირველი მედ. მეცნ. დოქტორი (1970) და პროფესორი (1971) ორთოპედიულ სტომატოლოგიაში. საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982). საფრანგეთის ყბა-სახის ქირურგ. და სტომატოლოგიის საზ-ბის წევრი (1972).
1946 დაამთავრა თბილ. სტომატოლოგიური ინ-ტი. 1961-87 იყო ექიმთა დახელოვნების თბილ. სახელმწ. ინ-ტის ორთოპედ. და ქირურგ. სტომატოლოგიის კათედრის გამგე.
მ-მა საქართველოში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორთოპედ. სტომატოლოგიაში. მისი კვლევის ძირითადი მიმართულება იყო კბილის ტკივილის პათოფიზიოლოგია.
1961 პარიზში, სტომატოლოგთა XIII საერთაშ. კონგრესზე მ-ს მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა სპეციალური ჯილდო.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.