მეჩხეთური, სოფელი იმერეთის რეგიონის საჩხერის მუნიციპალიტეტში (მანდაეთის ადმ. ერთეული). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდ-ების – დუმალასა და მეჩხეთურს (ძირულის მარჯვ. შენაკადები) შორის. ზ. დ. 890 მ. ჭიათურიდან 23 კმ. 268 მცხ. (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. სოფელში შემორჩენილია ფეოდ. ხანის ეკლესიის ნანგრევები.