„მეცნიერება და ტექნიკა“

„მეცნიერება და ტექნიკა“, ყოველკვირეული სამეცნ.-პოპულ. ჟურნალი, საქ. სსრ მეცნ. აკად. და საზ-ბა „ცოდნის“ ორგანო (1949-74); გამოდიოდა თბილისში 1949 წ. იანვრიდან. მისი წინამორბედი ჟურნალია „ტექნიკა და ცხოვრება“ (1925-29), რ-საც 1929-38 ეწოდა „ტექნიკა და შრომა“, 1938-41 კი – „ტექნიკა“. ჟურნალი აშუქებდა საბუნებისმეტყველო მეცნ., ტექ. უმნიშვნელოვანეს პრობლემებსა და მიღწევებს ჩვენში და საზღვარგარეთ. „მ ტ.“ განახლდა 2013-იდან და გამოდის ახალი სახელწოდებით „მეცნიერება და ტექნოლოგიები“.

სხვადასხვა დროს რედაქტორებად მუშაობდნენ რ. აგლაძე, რ. დვალი, ვ. მახალდიანი, ზ. წილოსანი, ვ. ჭავჭანიძე, ა. ფრანგიშვილი.

. ბასილაია