ეთვალისი

ეთვალისი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მდ. არაგვის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1115 მ, დუშეთიდან 17 კმ. 14 მცხ. (2002).

ე. მოიხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ბაზალეთის მხარის სოფელთა სიაში. 1865 ე. შედიოდა დუშეთის უბნის არანისის სას. თემში და ცხოვრობდა 17 კომლი.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; Документы по истории Грузии, т. 1, ч. 1, Тб., 1954.

ჯ. გვასალია