მეძმარიაშვილი ნუგზარ გრიგოლის ძე

მეძმარიაშვილი ნუგზარ გრიგოლის ძე (დ. 18. II. 1945, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1982). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის კერამიკის განყ-ბა (1968). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1969-იდან. პერსონალური გამოფენები ჰქონდა მოსკოვის კულტურის ცენტრ „მზიურში“ (1991), შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში (2016) და სხვ. ნამუშევრები: მონუმენტურ-გამოყენებითი ხელოვნება – მოზაიკური პანო „პრომეთეოსი“ (საქართვ. მეცნ. აკადემიის ბ-კა; 1968-71); „გამარჯვება“ (სპორტკომპლექს „ქარიშხალას“ რელიეფური ვიტრაჟი და კედლის ფერწერა (1980-82); წიგნის გრაფიკა – ა. ყაზბეგის „თხზულებანი“ (1974), გ. გეგეშიძის „ორი რომანი“ (1979), გილგამეშიანი: ძველი შუამდინარული ეპოსი (აქადურიდან და შუმერულიდან თარგმნა ზ. კიკნაძემ; 2009); დაზგური გრაფიკა – სერიები „ძველი თბილისი“, ოფორტი „მთვარე“ (1984), ლინოგრავიურები: „მწყემსი“ (1984), „ბერი“ (1985), „ბოშა ქალი“ (1986) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეაში, კეჩკემეტის მუზეუმში (უნგრეთი), ასევე კერძო კოლექციებში.