მეწიეთი, სოფელი გურიის რეგიონის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (ხიდისთავის ადმ. ერთეული). მდებარეობს მდ. გუბაზეულის (სუფსის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 200 მ. ჩოხატაურიდან 7 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 27 კმ. ხიდისთავიდან 2 კმ. 125 მცხ. (2014). სოფლიდან მიდის საცალფეხო გზა კურ. ბახმარომდე.
მ-ში იდგა წმ. გიორგის ეკლესია, სადაც ინახებოდა ოქროთი მოჭედილი წმ. გიორგის ხატი, ჯვარი და „მარხვანი“.