მეხადირი, მდინარე აფხაზეთის არ-ის გაგრის მუნიციპალი-ტეტში. სათავეს იღებს გაგრის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე. ზ. დ. 965 მ, ერთვის შავ ზღვას დაბა განთიადთან. მისი სიგრძეა 15 კმ, აუზის ფართ. – 23,1 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ხშირია წყალმოვარდნა.