მეხეთი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზემო ხვედურეთის ადმ. ერთეული). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ხვედრულის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 960 მ. ქარელიდან 15 კმ. 2014 აღწერით მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს. სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.