მეხჩისციხის განძი, ცენტრალურ-ამიერკავკასიური ცულების განძი. აღმოჩენილია 1896 მდ. ფოცხოვისწყლის აუზში (ყარსის ყოფილი ოლქი). ეს ამ ცულების გავრცელების უკიდურესი სამხრეთგანაპირა მხარეა. მ. გ. თარიღდება ძვ. წ. X-VIII სს. მასში წარმოდგენილი იყო როგორც კოლხური, ასევე იბერიული კულტურისათვის დამახასიათებელი ნივთები. მეხჩისციხის ცულს ყუაზე შვერილი აქვს. ნივთები დაცულია სანქტ-პეტერბურგის ანთროპოლოგი-ისა და ეთნოლოგიის მუზეუმში.
ლიტ.: კახიძე ა., მამულაძე შ., ჭოროხის აუზი კოლხური კულტურის უძველესი კერა, ბათ., 2000; ფარტენაძე ვ., აჭარისწყლის ხეობა (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა ქედის მუნიციპალიტეტის მიხედვით), ბათ., 2000.