მეჯინიბე, ერთიანი ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელის, ამილახორის (ამირახორი) ხელქვეითი, მეჯინიბეთუხუცესის გამგებლობაში მყოფი პირი. მ-ის მთავარი ფუნქცია იყო მეფის საჯინიბოს მოვლა-პატრონობა.
„ხელმწიფის კარის გარიგება“ ხაზგასმით გამოყოფს ზარადხანის მ-ებს, რ-თა მოვალეობაში შედიოდა მეფის ცხენის შეკაზმვა. საბრძოლო ოპერაციებისათვის განკუთვნილი ცხენების მოვლა. ისინი სამეფო საჯინიბოს ცხენებს სამეფო კარის სხვადასხვა საჭიროებისათვის (მეფისა და მისი ოჯახის წევრების გადაადგილება, სანადიროდ მომზადება და სხვ.). ინახავდნენ. ზარადხანის მ-ები სამეფო პურობასაც ესწრებოდნენ და სუფრის ბოლოში ისხდნენ. ისინი სასახლიდან ულუფას ღებულობდნენ.
XVII-XVIII სს. საქართველოში მ-ების სახელოს მნიშვნელობა დაქვეითდა. ამ პერიოდში მეჯინიბეობა საბეგრო ვალდებულებად იყო ქცეული და მას ყმებს ავალებდნენ. თავისი ერთ-ერთი სიგელის მიხედვით ერეკლე II-ს (1720-98) ამ ბეგარისგან გლეხი გაუთავისუფლებია.
ლიტ.: ანთელავა ი., საისტორიო წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბ., 2002; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, წგ. 1 ქართლის სახელმწიფოებრივი წყობილება გვიანფეოდალურ პერიოდში, თბ., 1952.
ი. უჯმაჯურიძე