მეჯინიბეთუხუცესი

მეჯინიბეთუხუცესი, ფეოდალურ საქართველოში სამხედრო მინისტრის, ამირსპასალარის თანაშემწის, ამილახორის ხელქვეითი, მეჯინიბეთა უფროსი. მ-ის გამგებლობას ეკუთვნოდა საჯინიბო და მეჯინიბენი (ცხენის მომვლელნი). მ., როგორც სამხედრო მოხელე, გვხდება XIII ს. ძეგლში „მეფედ კურთხევის განგება“. ამ ძეგლის მიხედვით, მეფედ კურთხევის ცერემონიას სხვა დიდმოხელესთან ერთად მ-ც ესწრებოდა. მ., ასევე მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“, რ-ის მიხედვით ქართლის სამეფოში ხუთი მ. ყოფილა. მათ ცხენების აღჭურვილობა და წლის სამყოფი ქერი ეძლეოდათ.

წყარო: დასტურლამალი მეფის ვახტანგ მეექვსისა, პ. უმიკაშვილის რედ. ტფ., 1886; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, თბ., 1984, (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).

. უჯმაჯურიძე