მეჰმედ II ფ ა თ ი ჰ ი (დამპყრობელი)

მეჰმედ II ფ ა თ ი ჰ ი (დამპყრობელი) (30. III. 1432, ედირნე,- 3. IV. ან 3.V. 1481, ჰუნქიარ-ჩაირი), ოსმალეთის სულთანი (1444 და 1451-81). ატარებდა დამპყრობლურ პოლიტიკას, პირადად მეთაურობდა ოსმ. არმიის ლაშქრობებს. 1453 დაიპყრო კონსტანტინოპოლი და ოსმ. იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა. ბიზანტიის იმპერიის დამარცხების შედეგად საქართველოს უშუალო მეზობელი გახდა ძლიერი და აგრესიული ოსმალეთი. მათ საქართველოს ჩაუკეტეს დას. მიმავალი მოკლე და უძვ. გზები. მოისპო სავაჭრო-ეკონ. კავშირები დას. ევროპის ქალაქებთან. ოსმალეთი გაბატონდა შავ ზღვასა და მცირე აზიაში.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.