მზახრი, უძველესი ქართ. სამუსიკო ტერმინი. აღნიშნავს სამხმიანი სიმღერის პირველ ხმას და სიმებიანი საკრავის პირველ სიმს. XI-XII სს. ქართვ. ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის ცნობით, ქართ. მუს. საფუძველია 3 ხმა: მ. (პირველი ხმა), ჟირი (მეორე ხმა), ბამი (მესამე ხმა). იგი ქართ. მრავალხმიანობაში, სამი განსხვავებული ხმის ერთდროულ ხმოვანებაში, „მორთულებაში“ (ბერძნ. ჰარმონიის შესატყვისი) ხედავს, სამი ჰიპოსტასის (მამა, ძე, სულიწმინდა) ერთიანობის საუკეთესო ანარეკლს.
ლიტ.: ფირცხალავა ნ. „მზახრი, ჟირი, ბამის ერთობა შეყოვლებისაQს“ შესახებ იოანე პეტრიწის „განმარტებაში“, „ACADEMIA“, 2002, ტ. 4.